მოძრავი ანბანი – ა ბ გ
ჩემი პირველი მოთხრობები
ქართული ანბანი
შანტარამი
მოძრავი ანბანი – ABC
ვა, სოფელო
ჩვენი ავტორები
ჩვენი ავტორები პოპულარობით სარგებლობენ როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ადგილობრივი ლიტერატურული ჯილდოების გარდა, მათ სხვადასხვა დროს მოუგიათ ისეთი ლიტერატურლი ჯილდოები როგორიცაა: ნობელი, ბუკერი, გონკური, ევროკავშირის პრიზი და ბევრი სხვა.





ალი სმითი
თანამედროვე შოტლანდიელმა ავტორმა, ალი სმითმა მიზნად დაისახა, დაეწერა ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რომანი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მასშტაბური ამბით, რომელთაც გააერთიანებდა თხრობის დრო, პოლიტიკური კონტექსტები და ენობრივი მსგავსება და რომელიც სეზონების ერთ ციკლს შეკრავდა. ეს წიგნები ჰყვებიან როგორც ხანგრძლივ პროცესებზე, ასევე იმ რეალობაზე, რომელშიც და რომელთა შესახებაც იწერებოდნენ.
„რომანში მთავარი არის მისი ენა. ენა კი, მიმდინარე, ცოცხალი პროცესებით საზრდოობს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ახლოსაა ლიტერატურა მიმდინარე მოვლენებთან, მით უფრო აღიქვამს და გრძნობს მას მკითხველი“, _ ამბობს სმითი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ აქედან გაჩნდა ე.წ. „სეზონების ტეტრალოგიის“ იდეა