Image Alt

წიგნები

ქარი, ამწევი ფარდის

18,90 

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა.

მარაგში

საქართველო

ზაირა არსენიშვილი

1933-2015

ზაირა არსენიშვილი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი და მწერალია.

განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.

არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.

აღწერა

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.

ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა. ზოგჯერ თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე. შემდეგ მათ მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა.

ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებსაც სწვდებოდა.

წიგნში ნაჩვენებია მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები. გაიელვებს რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები. აღწერილია მეორე მსოფლიო ომი და ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ.

ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.

SKU: 9789941371974
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2023
ფორმატი: 13 X 19.5
გვერდების რაოდენობა: 512

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.