აღწერა
სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმაონ ცოდნა.
მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე
ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით.
მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა დროში წამოჭრეს ფილოსოფოსებმა დღესაც აქტუალურია, განურჩევლად იმისა, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში. ავტორი გვარწმუნებს, რომ ფილოსოფია ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია და ისევე, როგორც ათენის ქუჩებში მოსიარულე სოკრატე, ისიც, სვამს შეკითხვებს, გვიწვევს სამსჯელოდ, მოგვიწოდებს ვიაზროვნოთ.
„ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს, დაწერილია მოზარდებისთვის გასაგები ენით და საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.
სერია „მოკლე ისტორიები“ განკუთვნილია უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ, ამა თუ იმ საკითხში გაიღრმაონ ცოდნა.
ISBN | 9789941371257 |
---|---|
ყდის ტიპი | რბილი ყდა |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 13.70 X 21.50 |
გვერდების რაოდენობა | 299 |
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.