ა.შ.შ.
ჰარპერ ლი
1926 - 2016
ნელ ჰარპერ ლი დაიბადა ალაბამაში, ქალაქ მონროვილში. იგი ავტორია ნაწარმოებებისა „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მიდი, დააყენე დარაჯი“. პირველს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის. რაც შეეხება მეორეს, წიგნი ავტორის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა და უდავოდ წლის ლიტერატურული მოვლენა იყო 2015 წელს.
„ნუ მოკლავ ჯაფარას“ პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ჰარპერ ლის სხვა უამრავი ჯილდო და პრემიაც მიუღია, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, რომელიც ბარაკ ობამამ გადასცა. ავტორმა ხელი შეუწყო თავის უახლოეს მეგობარს, ტრუმენ კეპოუტის სამწერლო კარიერის წამოწყებაში.
ჰარპერ ლის მამაც ატიკუს ფინჩივით ადგილობრივი იურისტი იყო და, ჭყიტას მსგავსად, თვითონაც დაუდეგარი ბავშვი გახლდათ. წიგნში მომხდარი ამბებიც დიდწილად მისი ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ნაწარმოები დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ ნაწარმოებად, რომელიც შემდგომ თაობებშიც პოულობს ახალ-ახალ მკითხველებს.