Image Alt

კითხვა / პასუხი

როგორ გავიარო რეგისტრაცია/ავტორიზაცია?

საიტზე შესასვლელად ან რეგისტრაციისთვის დააწექით ბმულს ჩემი პროფილი.

რეგისტრაცია/ავტორიზაცია შეგიძლიათ გაიაროთ Facebook-ის, Google-ის ან ელექტრონული ფოსტის დახმარებით.

ელ. ფოსტით რეგისტრაციის შემთხვევაში, მიიღებთ წერილს თქვენი პროფილის დასადასტურებელი ბმულით. თუ წერილს ვერ ნახავთ ელ. ფოსტის ძირითად განყოფილებაში, ნახეთ social-სა ან/და spam-ში. დადასტურების შემდეგ, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდზე.

შემდეგ აირჩიეთ რეგისტრაცია/ავტორიზაციის თქვენთვის მისაღები მეთოდი და მიყევით ნაბიჯებს.

გაითვალისწინეთ: პროფილის დადასტურების გარეშე თქვენ ვერ ისარგებლებთ საიტის ყველა ფუნქციით.

როგორ აღვადგინო პაროლი?

პაროლის აღდგენის მიზნით ისარგებლეთ ბმულით „დაგავიწყდათ პაროლი?“.

მომდევნო გვერდზე, ფორმაში მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც გამოიგზავნება პაროლის აღდგენის ბმული. ჩაწერეთ ახალი პაროლი და დაადასტურეთ.

როგორ ვიპოვო სასურველი წიგნი?
  1. თუ ეძებთ კონკრეტულ წიგნს, გამოიყენეთ საძიებო ველი: ველში აკრიფეთ წიგნის დასახელება. სისტემა გამოგიტანთ შედეგებს, რომლებიც თქვენ მიერ მითითებულ სიტყვას შეესაბამება.
  2. მთავარ მენიუში აირჩიეთ „წიგნები“. საიტი გამოიტანს ყველა წიგნს, რაც საიტზე არსებობს.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  1. დახარისხება. საიტზე წიგნები დალაგებულია პოპულარობის მიხედვით. შეგიძლიათ წიგნები დაალაგოთ თარიღის, რეიტინგის, ფასის ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით;
  2. სლაიდერი. მისი დახმარებით შეგიძლიათ გამოიტანოთ წიგნები თქვენთვის მისაღები ფასის მიხედვით;
  3. ტოპ კატეგორია. ნახავთ, რომელი წიგნები იქნება გასაყიდად მალე ან ახალი წიგნები ან ბესტსელერები;
  4. ასაკის მიხედვით. გამოაჩინეთ მხოლოდ შესაბამისი ასაკის წიგნები;
  5. კატეგორიები. საიტზე წიგნები გადანაწილებულია სხვადასხვა კატეგორიებში. გამოიყენეთ ფილტრის ეს ინსტრუმენტი, რათა ნახოთ მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის წიგნები.
როგორ შევიძინო წიგნი?

სასურველი წიგნის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დაამატე კალათაში“. სასურველი წიგნების შერჩევის შემდეგ გადადით „კალათაში“.

გადაამოწმეთ არჩეული წიგნები და მათი რაოდენობები. როდესაც დარწმუნდებით, რომ ინფორმაცია სწორია, დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“.

შეავსეთ ან/და გადაამოწმეთ აუცილებელი ველები (სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი, ქალაქი და მობილურის ნომერი) და დააჭირეთ „გაგრძელებას“, რათა გადაიხადოთ თანხა. ამ ველების შევსება საჭიროა მხოლოდ ერთხელ. საიტი დაიმახსოვრებს ამ ჩანაწერს და მომდევნო შეკვეთის შემთხვევაში შევსება აღარ დაგჭირდებათ.

შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის სამი მეთოდიდან ერთ-ერთი:

  1. TBC ბანკი
  2. BOG iPay (საქართველოს ბანკის iPay სერვისი)
  3. საბანკო გადარიცხვა (თანხის გადარიცხვა ჩვენს საბანკო ანგარიშზე)

TBC ბანკის ან BOG iPay-ის გადახდის მეთოდად არჩევის შემთხვევაში, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVC2 / CVV2 (ბარათის უკანა მხარეს დატანილი რიცხვის ბოლოს 3 ციფრი). გადახდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი Visa, MasterCard და American Express-ის ბარათები. მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ „გადახდას“ამის შემდეგ თქვენი შეკვეთა უკვე მიღებულია და ფოსტა მას ადგილზე მოგიტანთ.

საბანკო გადარიცხვის არჩევის შემთხვევაში, თანხა გადმორიცხეთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ მეილზე. გთხოვთ, გადარიცხვის დროს მოუთითოთ: „ონლაინ მაღაზია“ და შეკვეთის ნომერი. შეკვეთის ნომერი გამოგეგზავნებათ მეილზე. თქვენი შეკვეთა არ მიიღება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა ჩვენს ანგარიშზე.

მას შემდეგ, რაც თქვენი თანხა აისახება ჩვენს ანგარიშზე, თქვენი შეკვეთა უკვე მიღებულია და ფოსტა მას ადგილზე მოგიტანთ.

როგორ შევავსო მისამართის ველები სწორად?

შეკვეთა რომ დროულად და შეფერხების გარეშე მიიღოთ, საჭიროა სწორად შეავსოთ მისამართის ველები. ამას ასევე აქვს მნიშვნელობა ტრანსპორტირების ღირებულებისთვის.

მისამართის ველების შევსება შეგიძლიათ როგორც შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში, ისე „ჩემი პროფილიდან“.

  1. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი. თუ წიგნების მიღება გსურთ ოფისში, შეგიძლიათ მიუთითოთ კომპანიის დასახელება;
  2. მიუთითეთ თქვენი მისამართი: მიკრორაიონი, კორპუსი, ქუჩის დასახელება და ა.შ.;
  3. მიუთითეთ ქალაქი. მაგ. რუსთავი, ქუთაისი და ა.შ.;
  4. მიუთითეთ რაიონი ან რეგიონი. მაგ. საბურთალო, ორთაჭალა, სოფ. ფლავი, გორის რაიონი და ა.შ.;
  5. მიუთითეთ საფოსტო კოდი. ყოველ მისამართს გააჩნია თავისი უნიკალური საფოსტო კოდი. ინდექსების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ;
  6. მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რათა კურიერი დაგიკავშირდეთ წიგნების მოწოდების წინ;
  7. მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა, სადაც მოვა ინფორმაცია შეკვეთის სტატუსის შესახებ;
  8. კომენტარის ველში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია (შეკვეთის პროცესში).

შენიშვნა: გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საფოსტო კურიერს არ გაუჭრიდეს თქვენთვის წიგნების მოწოდება.

გადახდის რა მეთოდები არსებობს?

შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის სამი მეთოდიდან ერთ-ერთი:

  1. TBC ბანკი
  2. BOG iPay (საქართველოს ბანკის iPay სერვისი)
  3. საბანკო გადარიცხვა (თანხის გადარიცხვა ჩვენს საბანკო ანგარიშზე)

TBC ბანკის ან BOG iPay-ის გადახდის მეთოდად არჩევის შემთხვევაში, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVC2 / CVV2 (ბარათის უკანა მხარეს დატანილი რიცხვის ბოლოს 3 ციფრი). გადახდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი Visa, MasterCard და American Express-ის ბარათები. მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ „გადახდას“. ამის შემდეგ თქვენი შეკვეთა უკვე მიღებულია და ფოსტა მას ადგილზე მოგიტანთ.

საბანკო გადარიცხვის არჩევის შემთხვევაში, თანხა გადმორიცხეთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენ მიერ მითითებულ მეილზე. გთხოვთ, გადარიცხვის დროს მოუთითოთ: „ონლაინ მაღაზია“ და შეკვეთის ნომერი. შეკვეთის ნომერი გამოგეგზავნებათ მეილზე. თქვენი შეკვეთა არ დასრულდება მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა ჩვენს ანგარიშზე.

მას შემდეგ, რაც თქვენი თანხა აისახება ჩვენს ანგარიშზე, თქვენი შეკვეთა უკვე მიღებულია და ფოსტა მას ადგილზე მოგიტანთ.

როგორ გამოვიყენო ფასდაკლების კოდი?

კალათში გადასვლისას, ველში „კუპონის გამოყენება“ ჩაწერეთ კოდი და დააწექით ღილაკს „კოდის გამოყენება“. წიგნების ჯამურ თანხას გამოაკლდება თანხის ის ოდენობა (პროცენტი ან ფიქსირებული თანხა), რომელიც კოდით არის გათვალისწინებული.

რა ჯდება წიგნის ადგილზე მიტანის სერვისი?

წიგნის მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

რამდენ ხანში ხდება შეკვეთის მიწოდება?

შეკვეთას თბილისის მასშტაბით მაქსიმუმ 3, ხოლო რეგიონში – 6 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ.

სად ვნახო ჩემი შეკვეთილი წიგნები?

თქვენი შეკვეთების სანახავად აირჩიეთ ჩემი პროფილი და შემდეგ შეკვეთები. დააწექით ღილაკს „ნახვა“, რათა ნახოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული შეკვეთის შესახებ.

აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ:

  • პროდუქტები, რომლებიც შეუკვეთეთ და მათი საერთო ღირებულება;
  • მიწოდების სერვისის ღირებულება;
  • გადახდის რომელი მეთოდი გამოიყენეთ შეკვეთის გაფორმებისას;
  • გადახდის და მიწოდების რა მისამართები გამოიყენეთ შეკვეთისას.

ღილაკით „შეკვეთის გამეორება“ თქვენ შეგიძლიათ ხელმეორედ შეუკვეთოთ იგივე პროდუქტი.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ჩვენთან დასაკავშირებლად რამდენიმე გზას გთავაზობთ:

მოგვწერეთ წერილი: info@sulakauri.ge

დაგვირეკეთ: +995 322 91 09 54 ან +995 322 91 11 65

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 150

ვის მივმართო ტექნიკური პრობლემის დროს?

ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ წერილი მისამართზე support@sulakauri.ge

აღწერეთ თქვენი პრობლემა. საჭიროების შემთხვევაში დაურთეთ ეკრანის სურათები. ეს გაგვიადვილებს პრობლემის დადგენასა და თქვენს დახმარებას.

როგორ წავშალო მომხმარებლის მონაცემები?

ფეისბუქის პოლიტიკის თანახმად, ყველა ვებსაიტი და აპლიკაცია, რომელსაც აქვს წვდომა მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე, ვალდებულია, წარმოადგინოს ინსტრუქცია მომხმარებლის მონაცემების წასაშლელად. თუ გსურთ თქვენი ფეისბუქის მონაცემების წაშლა სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტიდან, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ მითითებებს:

1. თქვენი ფეისბუქის ანგარიშში გახსენით პარამეტრები და კონფიდენციალურობა და დააჭირეთ პარამეტრებს.

2. გადადით აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებზე, სადაც ნახავთ აპლიკაციებისა და ვებსაიტების სიას, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი ფეისბუქის ანგარიშთან.

მონაცემების წაშლის ინსტრუქცია 1

3. სიაში იპოვეთ სულაკაურის გამომცემლობა და დააჭირეთ წაშლას.

მონაცემების წაშლის ინსტრუქცია 2

4. მონიშნეთ სასურველი პრეფერენციები და კიდევ ერთხელ დააჭირეთ წაშლას.

მონაცემების წაშლის ინსტრუქცია 3

5. თქვენი ფეისბუქის ანგარიში აღარ იქნება დაკავშირებული სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტთან.