Image Alt

წიგნები

ლუმპენ მილენიუმი

18,90 

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ლუმპენ მილენიუმი (სიმულაკრები ისტორიებისა, ისტორიები სიმულაკრებისა)” საგაა იმ ოჯახებისა, რომელთა წევრების უმეტესობაც ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მათ სახლებში კი სხვა ოჯახები ჩაასახლეს საოკუპაციო რეჟიმის წინაშე „დამსახურების” სანაცვლოდ.

ხარჯახიშვილების ძირძველი ოჯახიდან რეპრესიებს ეწირებიან იმჟამინდელი თავკაცი, ქაიხოსრო მცირე ხარჯახიშვილი და მისი უფროსი ვაჟები. ოჯახის დარჩენილი წევრები კი გადარჩენას ცდილობენ.

ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა სისტემის მთელი საშინელება და ის დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს. ეს მემკვიდრეობა დღემდე მოგვყვება. საქართველოს ტერიტორიებისა და ქართველთა ტვინების უზურპაციის 250-წლიანი უწყვეტი ისტორია ამ წუთებშიც გრძელდება. ამიტომაც წიგნი ადამიანების გაბრიყვების ამბავი უფროა, ვიდრე ისტორიული რომანი. ის ბოლო ასწლეულის ხელახლა გააზრების მცდელობაა და დროდადრო ათასწლეულსაც გადასწვდება.

„ლუმპენ მილენიუმი” მეორე წიგნია ტრილოგიისა, რომელიც დაიწყო რომანით „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”.

მარაგში

არტიკული: 9789941373961 კატეგორია: ჭდე: ,

საქართველო

ბესო სოლომანაშვილი

დაიბადა 1964 წელს

ბესო სოლომანაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვერნისაჟი, სისხლიანი სცენარი, დეტონატორი და სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემების და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. არის პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების რეჟისორი.

ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული.

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო; ალუზიური მისტიფიკაცია მისი პირველი რომანია (2019).

ISBN 9789941373961
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

628

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.