საქართველო
ბესო სოლომანაშვილი
დაიბადა 1964 წელს
ბესო სოლომანაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვერნისაჟი, სისხლიანი სცენარი, დეტონატორი და სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემების და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. არის პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების რეჟისორი.
ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული.
ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო; ალუზიური მისტიფიკაცია მისი პირველი რომანია (2019).