Image Alt

წიგნები

კოსმოსი

24,90 

როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი? როგორ დაიბადა მეცნიერება და ანტიკურ ცივილიზაციაში ვინ დაუდო საფუძველი წმინდა მეცნიერული აზროვნების მოდელს? მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში? რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები? – ამ კითხვებზე პასუხს სცემს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ – ყველა დროისა და ხალხის ძალზე პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ნაწარმოები.

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

ჰომო დეუსი

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

თუ ადამიანები საკუთარი ძალისხმევით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, პლანეტა დედამიწის ღმერთებად ვიქცევით, სამომავლო მიზნად რაღას დავისახავთ? როგორ დავიცავთ მყიფე მსოფლიოს ჩვენივე შექმნილი დამანგრეველი ძალებისგან?

მკითხველის წინაშეა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერის, კრიტიკოსთა მიერ საერთაშორისო მოვლენად აღიარებული „საპიენსის“ ავტორის, იუვალ ნოახ ჰარარის ახალი, ორიგინალური და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი წიგნი.

კარლ სეიგანი

1934-1996

კარლ სეიგანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო. კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია მისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, როგორიცაა „The Dragons of Eden“, „Broca's Brain“ და „Pale Blue Dot“.

სეიგანი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამეცნიერო სერიალით „კოსმოსი“, რომელიც „ემისა“ და „პიბოდის“ პრემიების ლაურეატი გახდა, აშშ-ის სატელევიზიო მედიის ისტორიაში კი რეკორდულად ბევრი მაყურებელიც ჰყავდა. სერიალის თანხმლები წიგნი, რომელსაც სეიგანმა სერიალის მსგავსად „კოსმოსი“ უწოდა, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა, წიგნის მიმართ მკითხველთა ინტერესი დღემდე არ წყდება და მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარი იყიდება. „კოსმოსი“ ქართულ ენაზე ნოდარ მანჩხაშვილმა თარგმნა და სერიაში „აკადემია“ გამოიცა.

კარლ სეიგანს შეუფასებელი წვლილი მიუძღვის თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში: მან გადამწყვეტი როლი შეასრულა „მარინერის“, „ვიკინგის“, „ვოიაჯერისა“ და „გალილეოს“ კოსმოსური აპარატებით განხორციელებული ექსპედიციების მომზადებასა და ხორცშესხმაში; ნასამ მას საგანგებო ჯილდო მიანიჭა გამორჩეული მეცნიერული მიღწევებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. სეიგანმა და მისმა ნაშრომებმა უამრავი პრიზი და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ნასას მედალი გამორჩეული სახალხო სამსახურისთვის, მეცნიერების ეროვნული აკადემიის სახალხო კეთილდღეობის მედალი, პულიცერის პრიზი წიგნისთვის „The Dragons of Eden“.

აღწერა

მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი

როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი?

როგორ დაიბადა მეცნიერება და ანტიკურ ცივილიზაციაში ვინ დაუდო საფუძველი წმინდა მეცნიერული აზროვნების მოდელს?

მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში?

რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები?

– ამ კითხვებზე პასუხს სცემს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ – ყველა დროისა და ხალხის ძალზე პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ნაწარმოები.

სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.

SKU: 9789941307454
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2021
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 540

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…