წიგნის გამოცემა

საგამომცემლო პროცესში „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართველ ავტორთა ნაწარმოებების გამოცემა და პოპულარიზებაა. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ისეთ მწერლებს, რომლებიც თავიანთი ორიგინალური შემოქმედებით ახალ სიტყვას იტყვიან თანამედროვე ლიტერატურაში.

თუ ხართ დაკავებული შემოქმედებითი საქმიანობით, წერთ მოთხრობებს ან რომანს და ფიქრობთ, რომ დროა, თქვენი ნაწარმოები მკითხველთანაც აღმოჩნდეს, ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით გამოგვიგზავნეთ:

  • ავტორის ბიოგრაფია/რეზიუმე;
  • სინოფსისი (ნაწარმოების მოკლე აღწერა);
  • ნაწარმოების სრული ტექსტი ან ტექსტის ნაწილი.

ჩვენი საგამომცემლო ჯგუფი განიხილავს თქვენს ნაწარმოებს. დაგიკავშირდებით მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში, აპლიკაციის მიღებიდან ექვსი კვირის ვადაში.

 

გაითვალისწინეთ: სამწუხაროდ, სარედაქციო კომისია ვერ განიხილავს არასრულწლოვანთა ნაშრომებს.

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.