Image Alt

წიგნები

სანტა ესპერანსა (რვეულებად)

64,90 

სანტა ესპერანსა, იგივე იოანეს კუნძულები, შავ ზღვაში, საქართველოს ნაპირთან ამოზრდილი სახელმწიფოა – სამი კუნძული, რომელთა არსებობაც ტურისტებმა უფრო იციან, ვიდრე პოლიტიკოსებმა.

ამის მიუხედავად, ეს რთული, ეთნოგრაფიითა და მრავალკულტურულობით სავსე სახელმწიფოა, რომელსაც უკან ჭრელი ისტორიული წარსული უძევს, წინ კი ამოუცნობი ბედი.

ოდესღაც საქართველოს მეფეთა მამულად, შემდგომ – ოტომანთა დომინიონად და გენუელთა სავაჭრო ამოსასუნთქად, მერე ვიქტორიანული ინგლისის პროტექტორატად ყოფნა სანტა ესპერანსას კუნძულებს განსაკუთრებულ კულტურული ელფერს სძენს, რასაც ვერსად ნახავ, გარდა აქურობსა.

ამის მიუხედავად, ეს უპირველესად ადამიანთა ბედის და უბედობის არცთუ იოლი კვანძების ადგილია, რომელიც გვახსენებს, რომ არავინ და არაფერი შეიცვლება მათი განსაკუთრებულობით და ყოველ გადამწყვეტ ნაბიჯს დიდი ძალისხმევა სჭირდება.

 

„სანტა ესპერანსა იმდენი ხნის წინათ დავწერე, რომ იქიდან მხოლოდ ომი და სიყვარული მახსოვს. ბევრი ძველი რომანი სწორედ ამ ორი რამის შესახებაა დაწერილი და იქნებ ეს საკმარისიც იყოს, მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რის გამოც ამ წიგნის შესახებ ორი სიტყვის გახსენება შემიძლია: მგონია, რომ ქალაქი, სადაც  რომანის გმირები ცხოვრობენ, არ არის უბრალო და რომ არსებობდეს, ეგებ ყველაზე დიდი სიამოვნებით მეცხოვრა იქ.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რომანებში ის ამბებია ხოლმე აღწერილი, რომლებიც არ მომხდარა, მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო, იოლია წარმოიდგინო, რომ იმ ომისა და სიყვარულის მონაწილე ხარ და თან სწორედ იმ ქალაქში, რომელიც ასე გიყვარს.  მეტი არაფერი. მანდ ვიქნებოდი, სანამ იქნებოდა და იმ ხალხსაც სიამოვნებით გავიცნობდი, სანტა სიტიში რომ ცხოვრობდნენ.“ – აკა მორჩილაძე

შენიშვნა: რვეულებად გამოცემული „სანტა ესპერანსა“ მოთავსებულია ჩანთაში. ჯამში 4 ფერი და 36 რვეულია. თითო ფერი აერთიანებს 9 რვეულს. მოყვება სარჩევი, რაც დაგეხმარებათ წაკითხვის პრინციპის გარკვევაში.

მარაგში

არტიკული: 9789941374937 კატეგორია: ,

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

ISBN 9789941374937
ყდის ტიპი

ნაჭერი (ჩანთა რვეულებად)

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

12 X 18

გვერდების რაოდენობა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.