Image Alt

წიგნები

ერთი დიდი ტყის მახლობლად

19,90 

მთარგმნელი: დავით ახალაძე

ლეო ვარდიაშვილი ქართული წარმოშობის ინგლისურენოვანი ავტორია.  ის 90-იან წლებში გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად, მაშინ ლეო 12 წლის იყო.

„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანია. მას მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ევროპელი და ამერიკელი მკითხველისაგან. პირველსავე წელს  ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში.

„ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია. გმირი  ბრუნდება სამშობლოში და იწყებს დაკარგული მამის ძიებას. ერთი შეხედვით მარტივ და მძაფრსიუჟეტიან ტექსტს, რომელშიც მთავარი გმირი თითქოს კომპიუტერული თამაშის სხვადასხვა, უფრო და უფრო რთულ დონეზე გადადის, სინამდვილეში საკმაოდ ღრმა სიმბოლურ-ალუზიური დატვირთვა აქვს. ტაქსისტი ნოდარი, მიუხედავად მისი გამოხატულად ქართული ხასიათისა, „ღვთაებრივი კომედიის“ ვერგილიუსივით მიუძღვება მთავარ გმირს და ეს გზა, ეს ძიება, როგორც ზღაპრისა თუ ტყის მითოსს შეჰფერის, ნელ-ნელა მძაფრდება და მიჰყავს მკითხველი შთამბეჭდავ  ფინალამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისა თუ მომავლის  საინტერესო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

მარაგში

არტიკული: 9789941375453 კატეგორია: , ჭდე:
SKU: 9789941375453
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2024
ფორმატი: 13.00 X 19.50
გვერდების რაოდენობა: 412

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.