Image Alt

წიგნები

უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო

24,90 

ცნობილი ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ეს ახალი რომანი, რომლის გამოქვეყნებასაც მკითხველი და კრიტიკოსები სულმოუთქმელად ელოდნენ, ეპიზოდური ამბებისაგან მოქსოვილი ეპიკური ტილოა, ისეთივე ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური, როგორიც თავად ინდოეთი, მისი მოსახლეობა თუ ბობოქარი ისტორია.

სწორედ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების, ტრადიციებისა თუ ადამიანური ურთიერთობების არდავიწყებას ეძღვნება რომანი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“, რომელიც ერთდროულად სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა თუ ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანურ სიკეთესა თუ ბოროტებაზე მოგვითხრობს.

თხრობა ძველ სასაფლაოზე დასახლებული ჰიჯრის, ჰერმაფროდიტი ანჯუმის ისტორიით იწყება და ძველ სასაფლაოზევე სრულდება, რომელიც წიგნის ყველა, ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით განმსჭვალულ მთავარ გმირს აერთიანებს და მივიწყებული ადგილიდან მიუსაფართა „ჯანატად“ (სამოთხედ), ანუ „უზეშთაესი ნეტარების“ ადგილად იქცევა.

„უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ მთელი ქვეყნის ბედზე მოგვითხრობს და მასში უფრო მძაფრად იგრძნობა ცნობილი პუბლიცისტისა და პოლიტიკური აქტივისტის, არუნდატი როის პირადი კრიტიკული დამოკიდებულება მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. უთუოდ ამითაც აიხსნება ფართო მკითხველის უდიდესი ინტერესი ამ რომანის მიმართ, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

მარაგში

არტიკული: 9789941308307 კატეგორია: , ჭდე:

ინდოეთი

არუნდატი როი

დაიბადა 1961 წელს

არუნდატი როი თანამედროვე ინდური ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. წერა 1980-იანი წლებიდან დაიწყო, რაც, ძირითადად, ფილმების სცენარებზე მუშაობით შემოიფარგლებოდა. პარალელურად როიმ პოლიტიკური აქტივისტის სტატუსიც მოირგო და მისი სამწერლო მოღვაწეობაც ამ დროს დაიწყო. არუნდატი როის დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის თემატიკა თანამედროვე მსოფლიოსთვის უაღრესად მწვავეა. სწორედ ამ ფაქტორმა აქცია ის თანამედროვე ლიტერატურული, და არამხოლოდ ლიტერატურული, სცენის მოწინავე ფიგურად.

1997 წელს გამოსული „წვრილმანების ღმერთი“ ავტორის უმთავრესი ნამუშევარია მხატვრულ პროზაში, რამაც ხელი შეუწყო, იმ ფაქტს, როი თანამედროვე მსოფლიო პროზის დიდოსტატად ეღიარებინათ. წიგნმა გამოსვლისთანავე მსოფლიო ყურადღება მიიქცია და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „ბუკერიც“ კი მიენიჭა.  მისი მეორე რომანი, „უსაზღვრო ბედნიერების სამინისტრო“ 2017 წელს გამოვიდა და 50ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

დღეისათვის არუნდატი როი აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებებისა და ბუნების დაცვის კამპანიაში და ამ მხრივ რამდენიმე პროექტსაც ახორციელებს.

აღწერა

სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

ISBN 9789941308307
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.20 X 19.20

გვერდების რაოდენობა

581

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…