Image Alt

ავტორი

1891 - 1940

ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი დაიბადა უკრაინაში, ქალაქ კიევში.

მან პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამოქალაქო ომში სამხედრო ექიმად მუშაობდა. თუმცა, პროფესიის მიუხედავად, როგორც თავად ამბობდა, ბულგაკოვს გონებაში ყოველთვის უელავდა ფრაზები და მხატვრული სახეები, რაც შემდგომში სატირულ ლიტერატურად აქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება 1925 წელს დაწერილი მისი მოთხრობა „ძაღლის გული“, რომელიც მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნდა და მის მიხედვით 1988 წელს ფილმი გადაიღეს.

1921 წლიდან ის საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“.

„ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება.

მიხაილ-ბულგაკოვი

რუსეთი

მიხაილ ბულგაკოვი