Image Alt

წიგნები

ცნობილი ხუთეული: ვერცხლისფერი ავტომობილის კვალდაკვალ (წიგნი 14)

8,90 

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა. ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა. მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა. დილით კი გაქრა. უცნაური ამბები ამით არ დასრულებულა.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა. ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა. მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა. დილით კი გაქრა.

უცნაური ამბები ამით არ დასრულებულა. ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა. ეს ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად შვიდეულად გადაიქცა.

ეს კიდევ არაფერი. უდარდელი არდადეგები კინაღამ საბედისწერო არდადეგებმა შეცვალა. რატომ? ამაში ბოროტმოქმედი გრინგოს და მისი დამქაშების ხელი ერია.

თუმცა ჯორჯი, ტიმი, ენი, ჯულიენი და დიკი საფრთხეს არ უშინდებიან. მათი მოხერხებულობა, გამჭრიახობა და სიმამაცე საშიშ დამნაშავეებსაც ამარცხებს.

SKU: 9789941371837
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2023
ფორმატი: 15.00 X 22.13
გვერდების რაოდენობა: 185

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.