Image Alt

წიგნები

თოფები, მიკრობები და ფოლადი

27,90 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?

რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?

რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?

მარაგში

არტიკული: 9789941373886 კატეგორია: ,

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?

რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?

რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?

მკითხველის წინაშეა წიგნი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი გახდა; მრავალ ენაზე ითარგმნა და ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

მკვლევარმა ჯარედ დაიმონდმა ისტორიაზე, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაზე დაყრდნობით ჩვენი დროის კლასიკური ნაშრომი შექმნა.

მან ამ მახვილგონივრულ, ცნობებით სავსე წიგნში ევოლუციურ გარემოსთან დაკავშირებული ის ფაქტორები გამოააშკარავა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის ზოგადი ტენდენციები განსაზღვრა.

წიგნში ის მოგვითხრობს, თანამედროვე მსოფლიო და მისი უთანასწორობანი როგორ წარმოიქმნა.

„თოფები, მიკრობები და ფოლადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც კი ჩვენი თაობის ნებისმიერ ინტელექტუალს უმუშავია“ (გრეგ ისტერბრუკი, „ნიუ-იორკ ტაიმსი“).

ავტორის შესახებ

ამერიკელი მეცნიერი ჯარედ დაიმონდი, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორი,  ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი და ბიოგეოგრაფი ათეულობით წიგნის ავტორია, რომელთა თემატიკაც ანთროპოლოგიას, ლინგვისტიკას, გენეტიკასა და ისტორიას მოიცავს.

იგი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია.

ჯარედ დაიმონდს, აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და ფილოსოფიური საზოგადოების წევრს, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო ერგო,  მათ შორის აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო მედალი, წლის ჰუმანისტის წოდება (2016), პრემია „ლურჯი პლანეტა“ და სხვა.

ISBN 9789941373886
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

691

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.