Image Alt

წიგნები

გზა

16,90 

მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

ზუსტად არავინ იცის, რა ხილვა ჰქონდა ტეხასის ქალაქ ელ პასოს სასტუმროს ნომრის ფანჯარასთან შუაღამისას მდგომ კორმაკ მაკართის, თუმცა მის წარმოსახვაში ცეცხლმოდებულმა მთებმა და იმავე ნომერში მძინარე ოთხი წლის შვილის მშვიდმა სუნთქვამ პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნი „გზა“ დააწერინა.

ამ წიგნში გადაჭიმულ გზაზე ყველაფერი მკვდარია, ყველაფერი მდუმარე და გამოყინულია. აღარ არსებობს წესრიგი, კანონი, მორალი და არანაირი ზღვარი, რადგან აღარავინ დარჩენილა, ვისაც მის გადაბიჯებას ვერ მოსთხოვ. კაცობრიობის ნარჩენები უხსოვარ დროში ჩატოვებულ პირველად ინსტინქტებს იხსენებენ და გადარჩენისკენ ისევე მიილტვიან, როგორც დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერები ეტანებოდნენ სამუდამოდ გამქრალ სინათლეს.

…მაგრამ სწორედ ამ გზაზე მიაბიჯებენ კაცი და ბიჭი, მამა და შვილი, ადამიანი და ანგელოზი, და სწორედ ამ გზაზე იწერება შვილისადმი მშობლის უპირობო, შეუქცევადი, ზოგჯერ გაუაზრებელი და ინსტინქტური სიყვარულის უდიდესი ამბავი.

„ჯონი რომ არა, რომ არა ჩემი ბიჭუნა, ეს წიგნი არ იარსებებდა. ამიტომაც მივიჩნევ მას ჩემს თანაავტორად. და თუ კითხვისას ეს ისტორია გაუსაძლისად სევდიანი მოგეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ მამისა და შვილის სიყვარულზე დავწერე“, – ამბობდა კორმაკ მაკართი.

მარაგში

არტიკული: 9789941375088 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ.

კორმაკ მაკარტი

დაიბადა 1933 წელს

კორმაკ მაკარტი დაიბადა როუდ აილენდზე, აშშ-ში. მას თავისი თაობის დიდ ოთხეულს მიაკუთვნებენ თომას პინჩონთან, დონ დელილოსა და ფილიპ როთთან ერთად.

მაკარტის ტექსტები ამერიკის სამხრეთის ცხოვრებაზეა - იმ მაგიურ მხარეზე, რომელიც ხალხს ხშირად აფრთხობს, თუმცა კი ამოუხსნელი მიზიდულობაც აქვს. ნავთობკომპანიებისთვის უსაზღვრო კაპიტალის, წინა საუკუნეებში გამდიდრების ციებ-ცხელებაშეყრილი ხალხისთვის ოქროს, ხოლო კარგი ხელოვანისთვის შთაგონების ნამდვილი საბადოა. მაკარტიც წინ გვიშლის იმ ღია და თვალწარმტაც სივრცეებს, რომლებიც ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ეკრანებზე თუ უნახავს. ტექსტებიდან შესანიშნავად ჩანს მწერლის საოცარი ერუდიციაც.

მაკარტის მაგნუმ ოპუსს, „სისხლიანი მერიდიანს“, დამსახურებულად იხსენიებენ მელვილისა და მისი „მობი დიკის“ გვერდით. სიკვდილი და სიცოცხლე, ბუნება და ადამიანი, ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები - ეს მარადიული თემები გვხვდება მაკარტისთან, თუმცა მისეული ხედვა ამ უძველესი საკითხებისა არასდროს გაცვდება ისევე, როგორც თავად ეს თემები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორმაკ მაკარტი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ, ზოგადად, ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

ISBN 9789941375088
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

277

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.