Image Alt

წიგნები

ტანჟერული სიზმარი

22,90 

მონიშნე სასურველი ანოტაცია:

  • მაროკოში, ქალაქ ტანჟერის ლეგენდარულ „კაფე ბაბაში“ ერთმანეთს ორი გადამდგარი მუსიკოსი შეხვდება. ერთი ქართველი ტურისტია, მეორე — ამერიკელი ემიგრანტი. მათ შორის გაჩენილი ქიმია შეუმჩნეველი არ რჩება იქვე ჩამომჯდარ უსიყვარულობით გატანჯულ მწერალს, რომელიც თავის სადებიუტო რომანზე მუშაობს. მწერალი გადაწყვეტს მის თვალწინ გაჩენილი პერსონაჟები თავისი რომანის მთავარ გმირებად გადააქციოს. სხვათა ცხოვრების მოხელთების და საკუთარ ამბავში გაცოცხლების პარალელურად ის ნაცნობ გამომცემელთან ცდილობს საქმიან დიალოგს.შეძლებს მწერალი ჩაფიქრებული სასიყვარულო ისტორიის დასრულებას?
  • „ტანჟერული სიზმარი“ საკუთარი ადგილისა და საზრისის მაძიებელ ორ ახალგაზრდაზეა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფრიკის ჩრდილოეთს მიაშურებენ და ბედის, შემთხვევითობისა თუ შემოქმედის ნებით, მათი გზები გადაიკვეთება. მათ შორის გაჩენილი გრძნობა აგვისტოს ცხელ დღეებში გადაითარგმნება დაუღალავ სექსში, მუსიკის უწყვეტ მოსმენასა და ერთმანეთთან გულწრფელ და ზოგჯერ სულელურ დიალოგებშიც.მათ ადევნებული მწერალი ცდილობს ამბავი სასიყვარულო ისტორიად აქციოს. თუმცა შეიძლება კი დაერქვას ამ ამბავს სასიყვარულო? ეს თავად მკითხველზეა დამოკიდებული.
  • უთვალავი ჭიანჭველის საბუდარ ქალაქ ტანჟერს მორიგი მწველი ზაფხული აქვს გადასატანი. უშუქნიშნო ქუჩებში ახმიანებული მანქანების, ტურისტების ფოტოაპარატების, ქუჩის ვენდორების, ფეხბურთელი ბავშვების, მლოცველ მუეძინთა თუ სხვა, მზით გათანგული სხეულების ხმებით ამღვრეული ქალაქი გადასარჩენად იბრძვის. ამ დისონანსში მან სახე არ უნდა დაკარგოს, სწორედ ამიტომაა, რომ ტანჟერი მზის ყოველ სხივს იმ ძალისხმევას ახარჯავს, რომლითაც ხმათა ამ მოზაიკას ერთ, მარადიული ახალგაზრდობის სადიდებელ მელოდიად გარდაქმნის. რამდენი ჭიანჭველა შეძლებს მოისმინოს ეს მელოდია?

მარაგში

არტიკული: 9789941375071 კატეგორია: , ჭდე:

საქართველო

მიხეილ ციხელაშვილი

მიხეილ ციხელაშვილი (1992) ქართველი მწერალი, მთარგმნელი და კომიქსების რედაქტორია, განათლებით ხელოვნებათმცოდნე და კულტურის მენეჯერი. გატაცებულია სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით, რაც მის ლიტერატურაშიც ვლინდება. მუსიკალური ჩანართები და ალუზიები ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებთან ხშირად გვხვდება ავტორის ტექსტებში.

მისი სადებიუტო რომანი „მიბრუნება“2019 წელს გამოიცა, რომელსაც 2021 წელს მეორე წიგნი – „შრომა, გურია“, 2023 წელს კი კომიქსი „უჩინარი“ მოჰყვა. „ტანჟერული სიზმარი“ ავტორის მეოთხე წიგნია. ის 2020-2024 წლებში იწერებოდა და მეტაფიქციურ რომანს წარმოადგენს.

მიხეილ ციხელაშვილი ამჟამად პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში ცხოვრობს.

აღწერა

SIDE A
The Rolling Stones – Sympathy for the Devil
Simon & Garfunkel – Mrs. Robinson
SQÜRL & Madeline Follin – Funnel of Love
Leonard Cohen – Tower Song
Nick Cave & The Bad Seeds – Fifteen Feet of Pure White Snow
Kate Bush – Hounds of Love
Tyler, The Creator (ft. Rex Orange County) – Foreword
Arvo Pärt – Spiegel im Spiegel
Moses Sumney – Doomed
King Crimson – Neil Jack and Me
Mission of Burma – Fun World

SIDE B
The Beach Boys – God Only Knows
Fleetwood Mac – The Chain
Gladys Knight and Pips – Midnight Train to Georgia
Cher – Believe
Ryuichi Sakamoto – fullmoon
Swans – God Damn the Sun
New Order – Leave Me Alone
Tangerine Dream – Birth of Liquid Plejades
Kate Bush – The Fog
Outkast – SpottieOttieDopaliscious
Bob Dylan – If You See Her, Say Hello

ტანჟერული სიზმარი
ISBN 9789941375071
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

402

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.