Image Alt

წიგნები

დეტექტივი სკალდაგერი – უსახოები (წიგნი მესამე)

15,90 

– სკალდაგერი! – დაიყვირა ვალკირიამ. დეტექტივმა ახედა, ხელი გაიშვირა, მაგრამ გვიანი იყო. პორტალმა დეტექტივი ჩაყლაპა.

უსახოების დაბრუნების ოპერაცია დიდი ხანია, დაიწყო. ყველაზე ბოროტი არსებები გადამწყვეტი თავდასხმისთვის ემზადებიან. ცოტაც და შურს იძიებენ: პორტალს გახსნიან, სამყაროში შემოაღწევენ, ჯადოქრების სხეულებში ჩასახლდებიან და ქაოსს გააბატონებენ.

მაგრამ სიკეთის დამარცხება ადვილი არაა, როცა მას ჩონჩხი დეტექტივი და მისი ცამეტი წლის მეწყვილეემსახურებიან, გადარჩენის იმედს არასდროს შეელევიან და ადრე თუ გვიან უსახო ღმერთებისა და ჯადოქრების ბრძოლას სიკეთის გამარჯვებად აქცევენ.

თუმცა, დანაკარგი ზოგჯერ გამარჯვებასაც მოსდევს…

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

მარაგში

არტიკული: 9789941373893 კატეგორია: ჭდე: ,

დერეკ ლენდი

ირლანდიელი მწერალი და სცენარისტი დერეკ ლენდი მსოფლიო მასშტაბით პოპულარული „სკალდაგერის“ სერიით გახდა.

„დეტექტივი სკალდაგერის“ სერია ბნელი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება. მასში უჩვეულო დეტექტივისა და მისი მამაცი ასისტენტის სახიფათო, თავბრუდამხვევი, იდუმალებით მოცული ამბებია მოთხრობილი.

დერეკ ლენდი არაერთი ბრიტანული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი. წარდგენილი იყო „ირლანდიური კინოსა და ტელევიზიის აკადემიის“ საუკეთესო სცენარისტის ნომინაციაზე.

ISBN 9789941373893
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

18.10 X 19.70

გვერდების რაოდენობა

383

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.