25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ავტორის შესახებ

საქართველო

ზურა ჯიშკარიანი

დაიბადა 1985 წელს

ზურა ჯიშკარიანი არის მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი, ჯგუფ KayaKata-ს ერთ-ერთი წევრი.

პირველად გამოჩნდა მუსიკალურ პროექტში Kung Fu Junkie. სხვადასხვა დროს იყო ბლოგერი ჟურნალებისთვის ნეიშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო, ლიბერალი, ინდიგო. ასევე არის ავტორი და კოორდინატორი მრავალი პროექტისა, მათ შორის: ონლაინ ილიაუნი, ინტერაქტიული ონლაინ უნივერსიტეტი; ინტერაქტიული ბიბლიოთეკა, კიბერგალაკტიონი - გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტი, მოჩეთავე პროგრამა.

ზურა ჯიშკარიანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული სახეა. განსაკუთრებულია მისი თხრობის სტილი და წერის მანერა.

მისი პირველი რომანია საღეჭი განთიადები - უშაქროდ, რომელმაც 2018 წელს ლიტერატურული პრემია საბა მიიღო, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.