ჩვენი საიტები

sulakauri.edu.ge

Sulakauri.edu.ge

sulakauri.edu.ge საშუალებას გაძლევთ, სასურველი და საჭირო წიგნები ნებისმიერ დროსა და ადგილას თქვენთვის ხელმისაწვდომი გახადოთ.

ამ ელექტრონულ მაღაზიაში თავმოყრილი მხატვრული ლიტერატურის, გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო მასალის ელექტრონული ვერსიები მოსწავლეს წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება და, რაც მთავარია, მის ზურგჩანთას საგრძნობლად შეამსუბუქებს; ხოლო ცალკეული საგნისა თუ გაკვეთილის აუდიო- და ვიდეომასალები მასწავლებელს ხელს შეუწყობს, გაამრავალფეროვნოს და გაამდიდროს სასწავლო პროცესი.

sulakauri.edu.ge მასწავლებლებსა და მშობლებს სთავაზობს საინტერესო სტატიებს სასკოლო და, ზოგადად, განათლების თემებზე.  წიგნები ონლაინ.

sulakauri.edu.ge განსაკუთრებით აქტუალური გახდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას. მარტივად ხელმისაწვდომმა ელექტრონულმა რესურსებმა მნიშვნელოვნად განაპირობა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

litelchi.ge

Litelchi.ge

„სულაკაურის გამომცემლობა“ ცნობილია გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის წიგნებით. ჩვენს პროდუქტს არა მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეხვდები. ჩვენი წიგნების თარო ალბათ მარკეტში, კაფეში, სათამაშოების მაღაზიაში, აფთიაქში, გასართობ ცენტრში, აპლიკაციაში ან ვებგვერდებზე გინახავს. ასეთი ადგილების სია დაუსრულებელია, დღითიდღე იზრდება და არასდროს არის საკმარისი. წიგნი შეიძლება გაიყიდოს ყველგან. იდეები შეუზღუდავია.

თუ ხარ იურიდიული პირი, გაქვს თუნდაც მცირე ბიზნესი, შეგიძლია, დაამყარო გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა წარმატებულ კომპანიასთან. „სულაკაურის გამომცემლობა“ გაძლევს შესაძლებლობას, გაავრცელო წიგნის სიყვარული: გახდე ლიტერატურის ელჩი და გაყიდო ჩვენი წიგნები.
გახდი „სულაკაურის გამომცემლობის“ პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის წევრი და მიიღე შენზე მორგებული პირობები. შენ არ გჭირდება სპეციალური განათლება გაყიდვების სფეროში. მთავარია, გიყვარდეს ჩვენი წიგნები.

  • განავითარე შენი ბიზნესი წარმოუდგენლად მცირე ინვესტიციით.
  • დაასაქმე ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
  • მიიღე წიგნები ფასდაკლებით და საჩუქრები თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე.
  • თავად შეადგინე სამუშაო გრაფიკი. წიგნები ონლაინ.
  • გახდი წარმატებული კომპანიის ნაწილი, რომელიც გამოსცემს 300-მდე წიგნს წელიწადში.
  • ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა.
rights.sulakauri.ge

Rights.sulakauri.ge

სულაკაურის გამომცემლობა დაარსების დღიდან არაერთ უცხოურ გამომცემლობასთან თანამშრომლობს. დღემდე ჩვენი წიგნები თარგმნილია 20-მდე ენაზე. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამარტივების მიზნით, შევქმენით ვებგვერდი – rights.sulakauri.ge, ესაა ერთგვარი ონლაინ კატალოგი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ქართველი ავტორებისა და წიგნების შესახებ. ჩვენი საიტები.

ვებგვერდის საშუალებით უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები ჩვენ მიერ გამოცემული ქართული წიგნების შესახებ საჭირო ინფორმაციას მარტივად მოიძიებენ, რაც ჩვენი ავტორების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.