აღწერა
„ახლო აღმოსავლეთის“ მეორე ტომში განხილულია რეგიონის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები – სახელმწიფოთა ფორმირება, მათი სახელები, სიმბოლიკა, საზღვრები, მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის გამოწვევები, ეკონომიკური განვითარება და სამხედრო ბალანსი. ტომის მესამე თავი ეძღვნება „რეგიონსგარე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების“ (ბრიტანეთის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის) და რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესებისა და მიმდინარე პოლიტიკის განხილვას. წიგნის ბოლო ორ თავში გაანალიზებულია „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის“ – ისრაელისა და პალესტინელების რთული ურთიერთობის მიზეზები.
წიგნი განკუთვნილია ფართო მკითხველისათვის.
რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. ის არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
ის არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნები „The New Georgia: Space, Society Politics“ (UCL Press, London, 1995), „ახლო აღმოსავლეთი“ (2003, 2008, 2011), „ჩემი მეოცე საუკუნე“ (ორ ტომად, 2008, 2011), „გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ (2016), „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“ (2013 და 2017) და იმავე წიგნის გერმანული ვერსია „Georgien in Weltpolitischen Kontext“ (Wieser Verlag, 2017).
„ახლო აღმოსავლეთის“ მეოთხე განახლებული გამოცემის პირველი ტომი (გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები) დაიბეჭდა 2018 წელს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.