30,90 ₾
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) ცნობილ რომანს, „ავსულნს“ ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სახარებიდან ის ნაწყვეტი, რომელშიც მოთხრობილია, ქრისტეს მიერ ბორგვნილისგან გამოსხმული ავსულნი ღორებში როგორ შევიდნენ, ღორები კბოდიდან ტბაში გადაცვივდნენ და ჩაიხრჩვნენ.
დოსტოევსკი სახარების ამ ადგილის თაობაზე წიგნის ბოლოს მთავარ პერსონაჟს ათქმევინებს:
„ეს ზუსტად ჩვენს რუსეთს წააგავს. ავსულნი, სნეულისგან გამოსულნი და ღორებში შესულნი, წყლულებია, სიბილწეა, სიბინძურეა ჩვენს სნეულ რუსეთს საუკუნეთა განმავლობაში რომ დაუგროვდა. მაგრამ ზენაარის ნება ზეციდან მოევლინება, როგორც იმ ბორგვნილს, და ავსულნი ღორებში შესვლას თავად შეევედრებიან. ეს ჩვენ ვართ, შეშლილნი, ბორგვნილნი, კლდიდან ზღვაში გადავცვივდებით და დავინთქმებით, ხოლო სნეული განიკურნება“. დოსტოევსკის წინასწარმეტყველება აღსრულდება.
მარაგში
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.