აღწერა
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.
ანა (9 წლის) –
ამ წიგნის კითხვა ახლახანს დავასრულე და ძალიან მომეწონა. ის სასაცილოა. ფრედს და მის მეგობრებს ჩარლს და ბენს ბევრი თავგადასავალი გადახდებათ. ამ წიგნს საღამოს საწოლში სიამოვნებით ვკითხულობდი და ვიცინოდი.