Image Alt

წიგნები

ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

12,90 

11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება.

არ არის მარაგში

ჯენი პირსონი



ჯენი პირსონი დაწყებითი სკოლის მასწავლებელია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისიდან. მისი სადებიუტო საბავშვო რომანი „ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“ 2020 წელს გამოიცა, რომელიც უკვე 20 ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც.

წიგნში მოთხრობილია სამი ბიჭის სახალისო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ზაფხულის არდადეგებზე. “ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“ მოხვდა “Costa Children’s Book” 2020-ის მოკლე სიაში, მიღებული აქვს “Waterstones”-ის საბავშვო წიგნის პრიზი. ასევე, “Bradford Boase”, “UKLA” და “Lollies” ჯილდოები. წიგნი გახდა Times-ის წლის წიგნი და Sunday Times-ის კვირის წიგნი.

2021 წელს გამოიცა ჯენი პირსონის მეორე წიგნი “ჩვენი საოცარი რეკორდი“.

აღწერა

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.

ISBN 9789941306570
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

192

1 მიმოხილვა: ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა

  1. ანა (9 წლის)

    ამ წიგნის კითხვა ახლახანს დავასრულე და ძალიან მომეწონა. ის სასაცილოა. ფრედს და მის მეგობრებს ჩარლს და ბენს ბევრი თავგადასავალი გადახდებათ. ამ წიგნს საღამოს საწოლში სიამოვნებით ვკითხულობდი და ვიცინოდი.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ქარლი სოროსიაკი
    მე, კოსმო
    12,90