Image Alt

ავტორი

დაიბადა 1963 წელს

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. თითქმის ოცი წელი იმუშავა გრაფიკულ დიზაინერად. მას არაერთი წიგნისთვის შეუქმნია ყდის დიზაინი და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წიგნის დაწერაზეც ფიქრობდა. ერთ დღესაც სანაყინეში უჩვეულო გარეგნობის ბავშვს შეხვდა და სწორედ ეს შემთხვევა იქცა შთაგონების წყაროდ მისი პირველი წიგნისათვის. „საოცრება“ 2012 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიხედვით 2017 წელს ცნობილი კინოფილმიც შეიქმნა.

„საოცრება“ „სულაკაურის გამომცემლობამ“  2015 წელს გამოსცა; ხოლო 2016 წელს გამოიცა წიგნის გაგრძელება „ავგუსტი და მე“.

რჯ-პალაციო

ა.შ.შ.

რ.ჯ. პალაციო