Image Alt

წიგნები

ჩვენი საოცარი რეკორდი

12,90 

მთარგმნელი: ლაშა გველესიანი

ამ წიგნში უამრავი მსოფლიო რეკორდია ნახსენები, მაგრამ მინდა გითხრა – ეს რეკორდების კრებული არაა. აქ მოთხრობილია შენი ორი თანატოლის ამაღელვებელი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ მონდომებას ყოველთვის აქვს შედეგი და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს – არასოდეს, არასოდეს ხარ მარტო.

 

მარაგში

ჯენი პირსონი



ჯენი პირსონი დაწყებითი სკოლის მასწავლებელია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისიდან. მისი სადებიუტო საბავშვო რომანი „ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“ 2020 წელს გამოიცა, რომელიც უკვე 20 ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც.

წიგნში მოთხრობილია სამი ბიჭის სახალისო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ზაფხულის არდადეგებზე. “ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“ მოხვდა “Costa Children’s Book” 2020-ის მოკლე სიაში, მიღებული აქვს “Waterstones”-ის საბავშვო წიგნის პრიზი. ასევე, “Bradford Boase”, “UKLA” და “Lollies” ჯილდოები. წიგნი გახდა Times-ის წლის წიგნი და Sunday Times-ის კვირის წიგნი.

2021 წელს გამოიცა ჯენი პირსონის მეორე წიგნი “ჩვენი საოცარი რეკორდი“.

აღწერა

ამ წიგნში უამრავი მსოფლიო რეკორდია ნახსენები, მაგრამ მინდა გითხრა – ეს რეკორდების კრებული არაა. აქ მოთხრობილია შენი ორი თანატოლის ამაღელვებელი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ მონდომებას ყოველთვის აქვს შედეგი და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს – არასოდეს, არასოდეს ხარ მარტო.

11 წლის ლუსი რობერტსონს დაზიანებული ნივთების შეკეთება გამორჩეულად ეხერხება. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, „შეაკეთოს“ ის, რაც ყველაზე მეტად სურს – დეპრესიით გატანჯული დედა. ამისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო რეკორდი უნდა დაამყაროს.

ეს არც ისე იოლი საქმეა, მით უმეტეს, თუ მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე რჩება. მაგრამ ლუსი მარტო არაა. მას საუკეთესო მეგობარი ეხმარება – თანაკლასელი სანდეში. რატომ დასჭირდა ლუსის რეკორდის დამყარება და შეძლებს თუ არა ამას, წიგნიდან შეიტყობ. კითხვისას საოცარი, ემოციებით დატვირთული
თავგადასავალი გელოდება.

ISBN 9789941308550
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

35.10 X 21.00

გვერდების რაოდენობა

245

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.