Image Alt

წიგნები

ავგუსტი და მე

12,90 

„ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი.

მარაგში

ა.შ.შ.

რ.ჯ. პალაციო

დაიბადა 1963 წელს

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. თითქმის ოცი წელი იმუშავა გრაფიკულ დიზაინერად. მას არაერთი წიგნისთვის შეუქმნია ყდის დიზაინი და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წიგნის დაწერაზეც ფიქრობდა. ერთ დღესაც სანაყინეში უჩვეულო გარეგნობის ბავშვს შეხვდა და სწორედ ეს შემთხვევა იქცა შთაგონების წყაროდ მისი პირველი წიგნისათვის. „საოცრება“ 2012 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიხედვით 2017 წელს ცნობილი კინოფილმიც შეიქმნა.

„საოცრება“ „სულაკაურის გამომცემლობამ“  2015 წელს გამოსცა; ხოლო 2016 წელს გამოიცა წიგნის გაგრძელება „ავგუსტი და მე“.

აღწერა

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

„ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი.

„ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.

 

ISBN 9789941236860
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

334

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,367 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…