Image Alt

წიგნები

საოცრება

12,90 

ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

არ არის მარაგში

ა.შ.შ.

რ.ჯ. პალაციო

დაიბადა 1963 წელს

რ.ჯ. პალაციო ნიუ-იორკში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. თითქმის ოცი წელი იმუშავა გრაფიკულ დიზაინერად. მას არაერთი წიგნისთვის შეუქმნია ყდის დიზაინი და, როგორც თავად ამბობს, საკუთარი წიგნის დაწერაზეც ფიქრობდა. ერთ დღესაც სანაყინეში უჩვეულო გარეგნობის ბავშვს შეხვდა და სწორედ ეს შემთხვევა იქცა შთაგონების წყაროდ მისი პირველი წიგნისათვის. „საოცრება“ 2012 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა. წიგნის მიხედვით 2017 წელს ცნობილი კინოფილმიც შეიქმნა.

„საოცრება“ „სულაკაურის გამომცემლობამ“  2015 წელს გამოსცა; ხოლო 2016 წელს გამოიცა წიგნის გაგრძელება „ავგუსტი და მე“.

აღწერა

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?

ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941236624
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

336

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,367 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…