Image Alt

წიგნები

საპიენსი

19,90 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.

მარაგში

არტიკული: 9789941306754 კატეგორია: ჭდე: , , ,

იუვალ ნოახ ჰარარი

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს. დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა - "საპიენსმა" - "წლის აკადემიური წიგნის" წოდება დაიმსახურა.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.

როგორ  მოვაღწიეთ დღემდე?  როგორ მოახერხეს ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების  შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის  უფლებების? როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში?

იუვალ ნოახ ჰარარის ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ კაცობრიობის წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით. ავტორი ბიოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, პალეონტოლოგიურ თუ ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერს, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ადამიანთა საზოგადოებები, მათ ირგვლივ არსებული ფლორა და ფაუნა, თვით ადამიანთა ქცევები და ხასიათის თავისებურებები

„საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც 50-მდე ენაზე ითარგმნა და 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. წიგნს რეკომენდაციას უწევენ თანამედროვე მოაზროვნეები მთელი მსოფლიოდან, თავად ავტორი კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ისტორიკოსი და მეცნიერია.

ISBN 9789941306754
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

552

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.