Image Alt

წიგნები

21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის

19,90 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსმა“ კაცობრიობის წარსულში ჩაგვახედა, „ჰომო დეუსმა“ კი ღმერთებად ქცევის პერსპექტივა დაგვისახა. ავტორი თავის მესამე ბესტსელერში – „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“ – აწმყოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიმოიხილავს.

მარაგში

იუვალ ნოახ ჰარარი

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს. დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა - "საპიენსმა" - "წლის აკადემიური წიგნის" წოდება დაიმსახურა.

აღწერა

თანამედროვე გლობალური სამყაროს მრავალწახნაგოვანი რეალობა ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვისაც კი ხშირად აუხსნელი და პარადოქსულია. უამრავი უპასუხო კითხვა საყოველთაოდ დამკვიდრებული რელიგიური თუ პოლიტიკური ნარატივებისადმი უნდობლობას აღრმავებს.

კაცობრიობის სამომავლო პრობლემებთან გასამკლავებლად მსოფლიო ჯერ უმთავრეს ფასეულობებზე უნდა შეთანხმდეს, დღევანდელობის გაკვეთილები კარგად ისწავლოს და შეულამაზებელი სიმართლე სრულად გაიაზროს.

იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსმა“ კაცობრიობის წარსულში ჩაგვახედა, „ჰომო დეუსმა“ კი ღმერთებად ქცევის პერსპექტივა დაგვისახა.

ავტორი თავის მესამე ბესტსელერში – „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“ – აწმყოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიმოიხილავს:

რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები?

როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს?

როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს?

რატომ ვერ შეძლებს ნაციონალიზმი ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც გლობალური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებაა?

რატომ განიცდის კრიზისს ლიბერალური დემოკრატია?

ახალი მსოფლიო ომი ხომ არ ახლოვდება?

უსარგებლო ინფორმაციით წალეკილ სამყაროში სიცხადის არსებობა ძალას გვძენს.

წიგნში თანამედროვეობის რთული პრობლემები მკაფიოდ და გასაგებადაა განხილული; ავტორის მიზანია, მკითხველს მეტი ფიქრისკენ უბიძგოს და ჩვენი დროის მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობის სურვილი აღუძრას.

ISBN 9789941309137
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

450

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.