ამ რომანში ყველა კვდება
14,90 ₾
ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს. გამოსავალი კი პერსონაჟების პოსტმოდერნიზმიდან უფრო უსაფრთხო ეპოქებში გახიზვნაა. სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა ცნობილ ნაწარმოებებში, რომლის განმავლობაშიც გმირებმა უნდა შეძლონ და ყოვლისშემძლე ანტაგონისტის, ავტორის მიერ დაგებულ ლიტერატურულ ხაფანგებს უვნებლად დააღწიონ თავი…
მარაგში
საქართველო
დაიბადა 1990 წელს
ბექა ადამაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში. 2009-2013 წწ იყო ბლოგერი და საკუთარ ბლოგზე აქვეყნებდა სატირულ-იუმორისტულ სტატიებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის. ამჟამად სარეკლამო სააგენტოს კრეატიული დირექტორია.
2013 წელს ბექა ადამაშვილი გახდა ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებული, სადაც მოთხრობამ XXVIII: წერტილი პირველი ადგილი მოუტანა.
მისი პირველი რომანია ბესტსელერი (2014).
მეორე რომანმა ამ რომანში ყველა კვდება (2018) ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.
მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, თურქულ, გერმანულ და ბულგარულ ენებზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.