Image Alt

წიგნები

სერია „საოცრება“ თანამედროვე საბავშვო ავტორების გამორჩეულ წიგნებს აერთიანებს. ეს ის წიგნებია, რომელთაც დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ სკოლის მოსწავლეები. „საოცრება“ მასწავლებლების რჩეული სერიაა, რადგან აქ თავმოყრილი წიგნები ბავშვებისთვის აქტუალურ თემებს ეხება: მეგობრობა, ოჯახი, სკოლა, განსხვავებული უნარები თუ განსხვავებული გარეგნობა, ტოლერანტობა და ემპათია.

წიგნების მიხედვით მოსწავლეები ხშირად საინტერესო პრეზენტაციებსა და პროექტებს ქმნიან, აწყობენ დისკუსიებს, წერენ რეცენზიებს. სერიის სლოგანი „აირჩიე სიკეთე“ რ.ჯ. პალაციოს ცნობილ წიგნს უკავშირდება და სწორედ ამ წიგნის სახელი „საოცრება“ ჰქვია სერიას. პალაციოს წიგნის მსგავსად სერიაში შესული თითოეული წიგნი არწმუნებს მკითხველს, რომ სიკეთე ნამდვილად სწორი არჩევანია.

სერიას ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი ასე ახასიათებს: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ წიგნებს ბავშვები წაიკითხავენ, ისინი მიხვდებიან, რამდენად.დიდი სინათლეა თითოეულ მათგანში და იბრძოლებენ, ეს სინათლე.სამყაროსაც აჩვენონ…”

Showing 13–21 of 21 results

  • ლინდა მალალი ჰანთი
    თევზი ხეზე
    12,90 
  • სარა პენიპეკერი
    პაქსი
    12,90 
  • ერნე სვინგენი
    ბალადა გატეხილ ცხვირზე
    12,90 
  • ქეთრინ ერსკინი
    ჯაფარა
    12,90 
  • ქესი ბიზლი
    ცირკი მირანდუსი
    12,90 
  • მ. ჯ. ლეონარდი
    ხოჭო ბიჭი (წიგნი 1)
    12,90