Image Alt

წიგნები

14 კრისტალის თეორია

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

12,90 

„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?”

არ არის მარაგში

საქართველო

ნილს სიმეონი

დაიბადა 1977 წელს

ნილს სიმეონი გიორგი მასხარაშვილის ფსევდონიმია. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის მიმართულებით. მოგვიანებით დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

არის სცენარისტი, მსახიობი და რეჟისორი. გადაღებული აქვს სრულმეტრაჟიანი ფილმი მესაათე. ასევე ქმნის ილუსტრაციებს საბავშვო წიგნებისთვის.

14 კრისტალის თეორია ავტორის სადებიუტო რომანია, რომელმაც 2019 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.

აღწერა

„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?“

„14 კრისტალის თეორიის“ ავტორი, ნილს სიმეონი, სინამდვილეში ახალგაზრდა რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი და სცენარისტი გიორგი მასხარაშვილია, ეს კი მისი სადებიუტო ნაწარმოებია, რომელიც ავტორისავე ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

SKU: 9789941239441
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2018
ფორმატი: 14.00 X 21.00
გვერდების რაოდენობა: 288

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,314 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

1 მიმოხილვა: 14 კრისტალის თეორია

  1. ანა (9 წლის)

    ეს წიგნი ყველაზე მეტად მომეწონა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ის საინტერესო, სევდიანი და მეგობრული ამბებისგან შედგება. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს წიგნი ქართველ მწერალს დაუწერია. მე და მამა ერთად ვკითხულობდით და ორივეს ძალიან მოგვეწონა.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.