აღწერა
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს.
მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა…
მაგრამ ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია?
ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.