Image Alt

წიგნები

რჩეული მოთხრობები

29,90 

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ.

1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო.

კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.

ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წიგნები ჯერ უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.

მარაგში

არტიკული: 9789941371462 კატეგორია: ჭდე: , ,

ანდრეი პლატონოვი

ანდრეი პლატონოვი რუსი მწერლის – ანდრეი პლატონოვიჩ კლიმენტოვის სამწერლო ფსევდონიმია. ის დაიბადა რუსეთში 1899 წელს. არის მოთხრობების, პიესების, ლექსებისა და რომანის ავტორი. გარდა ამისა, თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან და წერდა ესეებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, პოლიტიკასა და ტექნოლოგიაზე. 1920-იან წლებში იყო კომუნისტური პარტიის წევრი, თუმცა „არასტაბილური შეხედულებების“ გამო პარტიიდან გარიცხეს.

პლატონოვის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ დაიბეჭდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მწერლის ნაწარმოებები უცხოეთში გამოქვეყნდა და მსოფლიო ლიტერატურაში კლასიკოსის სახელი მოუპოვა.

მწერლის ყველაზე ცნობილი მოთხრობებია „დაეჭვებული მაკარი“, „ქვაბული“ (რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი დისტოპიური ჟანრის ლიტერატურას მიაკუთვნებს), „მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში“ და რომანი “ჩევენგური“.

ანდრეი პლატონოვს გამოარჩევს ორიგინალური და ინდივიდუალური წერის სტილი, რომელსაც ხშირად „პრიმიტიულსა“ და „უხეშს“ უწოდებენ. მწერალი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკოსად ითლება.

აღწერა

რჩეული მოთხრობები „მსოფლიო კლასიკის“ სერიის ფარგლებში გამოიცემა. მასში იხილავთ, როგორც შუა საუკუნეებში შექმნილ, ისე გასული ორი საუკუნის გამორჩეულ ტექსტებს. თუმცა ამ წიგნების მთავარი ღირსება არა მათი ასაკი, არამედ უნარია, დღესაც მოახდინონ გავლენა მკითხველზე. „მსოფლიო კლასიკის“ წიგნები არც ერთ ეპოქაში არ კარგავენ აქტუალურობას.

ISBN 9789941371462
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

15.50 X 22.63

გვერდების რაოდენობა

499

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…