წლევანდელი ზაფხული განსხვავებულია. ვერ ვმოგზაურობთ საზღვრებს გარეთ, საქართველოს ფარგლებში კი არაერთი რეგულაციის გათვალისწინება გვიწევს. ჩაიშალა მუსიკალური ფესტივალები თუ სხვა ღონისძიებები, ვერც დიდ წვეულებებს ვაწყობთ მეგობრებთან ერთად. მოკლედ, დროის სასიამოვნოდ გატარების მხოლოდ ერთი ფორმა დარჩა უცვლელი და უფრო მეტიც, ლიტერატურის საზღვრები არ ჩაკეტილა, პირიქით, სწორედ წიგნები იქცა ვიზად, რომელსაც მთელს მსოფლიოში შეუზღუდავად შეგიძლია გამოგზაუროს.
ამიტომაც, უსაზღვრო კითხვის სეზონი გაიხსნა და ლიტერატურულ მოგზაურობასაც აღარაფერი უდგას წინ. არც ჩემოდნის ჩალაგება დაგჭირდება, არც იმაზე მოგიწევს ღელვა, რომ ტრანსპორტი გაგასწრებს ან ბილეთი სახლში დაგრჩება. მთავარია, კომფორტულად მოკალათდე და უბრალოდ აირჩიო, სად გინდა მოგზაურობა.
ამ გვერდზე კი ხშირად შემოდი, გაიგე, რას გთავაზობთ იმისთვის, რომ შენი ზაფხული რაც შეიძლება საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.
დაფიქრებულხარ, მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში გაუწევია მეგზურობა წაკითხულ წიგნებს? ანდა სამყაროს რომელ ნაწილში გადაუსროლილხარ ამა თუ იმ წიგნსა და მწერალს? შენი ლიტერატურული მოგზაურობა კიდევ უფრო თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი რომ გახდეს, ჩვენს მაღაზიებში შეძენილ წიგნთან ერთად საჩუქრად მიიღებ ფერად სანიშნეებს, ნაირგვარ სტიკერებსა და უსაზღვრო კითხვის სეზონისათვის სპეციალურად შექმნილ რუკას, რომელზეც ყველა ლიტერატურული ვოიაჟის მონიშვნას შეძლებ!
თუ ზაფხულის ცხელ დღეებში წიგნის მაღაზიებში დიდხანს გაჩერებისა და ანოტაციების კითხვის ენერგია არ გაქვს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი! გვიპასუხე რამდენიმე კითხვაზე და ჩვენ შენს უსაზღვრო კითხვის სეზონს გაცილებით მარტივსა და სასიამოვნოს გავხდით. ვეცდებით, გაპოვნინოთ ის წიგნი, რომელიც შენს ხასიათს ყველაზე მეტად მოუხდება, საიტიდან გამოწერის შემთხვევაში კი ფასდაკლებით ისარგებლებ და თანაც, ჩვენი კურიერები შეკვეთას სახლში მოგიტანენ.
თუ სქელტანიანი წიგნების განწყობაზე არ ხარ, არც ეგ არის პრობლემა. ყველა ზაფხულს რომ თავისი სიყვარულის ისტორია აქვს, ხომ გაგიგია? გაგიკვირდება და წიგნების შემთხვევაშიც ასეა. ყოველ ზაფხულს შეგიძლია აღმოაჩინო რომანი, რომელიც შენს ზაფხულს რომანტიულ ელფერს შესძენს. ამისთვის კი გაეცანი ჩვენს სერიას – „რომანები სიყვარულზე“.
წელიწადის დროებიდან ზაფხული ყველაზე მეტად ასოცირდება მოგაზაურობასა და მგზავრობასთან. არდადეგების, შვებულებისა თუ სხვა უქმე დღეების დაგეგმვისას მხოლოდ ზღვის ტალღებზე, ცხელ ქვიშასა და მზიან სანაპიროზე გვეფიქრება, იქ ჩასვლა კი ისე გვეჩქარება, რომ დანიშნულების ადგილისაკენ გამგზავრებულებს გზაში დახარჯული ყოველი წუთი გვენანება. ისიც კარგად ვიცით, რომ ხშირად ზღვაზე გასარუჯად წამოწოლილი ადამიანის ერთადერთი ნატვრა მსუბუქი და სასიამოვნო წიგნია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი წიგნები შემოგთავაზოთ, რომლებიც თემატიკითა და მოცულობით ყველაზე მეტად შეეფერება დასასვენებლად ზღვაზე გამგზავრებული ადამიანების გუნება-განწყობას.
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს ჩვენი საჩუქრის შესახებ. დაწერე ფეისბუქ პოსტი ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის შესახებ, რომლის წაკითხვაც ყველაზე მეტად გსურს. გვიამბე, როგორ შეიტყვე ან რა იცი მის შესახებ, რატომ ისურვებდი, რომ სწორედ ის გახდეს შენი საზაფხულო საჩუქარი. ჩვენ კი საუკეთესო პოსტების ავტორებს სასურველი წიგნით დავასაჩუქრებთ!
გაგვიზიარე პოსტი ჰეშთეგით: #კითხვისსეზონია