25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც ჰარი პოტერი უეცრად აღმოჩნდა კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და 3/4 .

მასთან ერთად უამრავი მკითხველი ჩაითრია ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ:

  • გავიდა წლები და ჰარი პოტერის სერიის შვიდი ბესტსელერი წიგნის 8 კინოადაპტაციაც ვიხილეთ.
  • გამოვიდა პიესა, რომელმაც მაყურებლების გულები და ჯილდოები მოიგო.
  • ეს-ესაა დაიწყო „ჯადოსნური ცხოველების“ სერია, რომლის ფარგლებშიც ხუთი ფილმი გამოვა.

ამ სამყარომ მოხიბლა და მოაჯადოვა სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველი. ისინი ხომ პერსონაჟებთან ერთად გადავიდნენ ჯოან როულინგის უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ მაგიურ განზომილებაში.

დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება.

ეს ჯადოსნური სამყარო ღიაა ყველასათვის, ვისაც აინტერესებს გაეცნოს მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია. დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.

სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს: წერილს, რომელიც დაუჯერებელ ადგილას – ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში – სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია – უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.

გვერდზე ნაჩვენებია 1–12 - 14 წიგნიდან