Image Alt

წიგნები

ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია

9,90 

თუ ოდესმე საკუთარი თავისთვის გიკითხავთ, როგორ შეიქმნა ოქროს სნიჩი ან რატომაა „ვიგთაუნელი მაწანწალების“ მანტიებზე გამოსახული ყასბის ნაჯახი, „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“ სათქვენო წიგნია. ამ საუცხოო გამოცემის წყალობით მართლაც ბევრ რამეს შეიტყობთ ჯადოქართა საუკეთესო სპორტზე.

მხოლოდ 9 ცალია მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ - წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.

სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ - გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი - "ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია" და "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.

მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა - „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები - The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

აღწერა

მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე

თუ ოდესმე საკუთარი თავისთვის გიკითხავთ, როგორ შეიქმნა ოქროს სნიჩი ან რატომაა „ვიგთაუნელი მაწანწალების“ მანტიებზე გამოსახული ყასბის ნაჯახი, „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“ სათქვენო წიგნია. ამ საუცხოო გამოცემის წყალობით მართლაც ბევრ რამეს შეიტყობთ ჯადოქართა საუკეთესო სპორტზე.

წიგნის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, რომელიც გადაეცემა Comic Relief-სა და ჯ. კ. როულინგის საქველმოქმედო ფონდ Lumo-ს, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას მოხმარდება. ეს კი ბევრად უფრო დიდებული რამაა, ვიდრე როდერიკ პლამოტონის მიერ 1921 წელს სამნახევარ წამში დაჭერილი სნიჩი.

ISBN 9789941239281
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

104

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,122 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…