Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

17,90 

„არ აქვს მნიშვნელობა, რად იბადება ადამიანი, მთავარია, რა გამოდის მისგან.“ ალბუს დამბლდორი

მარაგში

არტიკული: 9789941233579 კატეგორია: ჭდე: , ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი

„არ აქვს მნიშვნელობა, რად იბადება ადამიანი, მთავარია, რა გამოდის მისგან.“ ალბუს დამბლდორი

მეოთხე სასწავლო წლის დაწყებამდე ჰარი პოტერი მეგობრებთან ერთად ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ესწრება, სადაც ბევრი დამაფიქრებელი ინციდენტი ხდება. ჰოგვორტსის სკოლა კი სიურპრიზით ეგებება მოსწავლეებს: რამდენიმე ასეული წლის შემდეგ პირველად იმართება სამი ჯადოქრის ტურნირი, რომელშიც სამი ჯადოქრული სკოლის ჩემპიონებმა უნდა იბრძოლონ გამარჯვებისთვის. ცეცხლოვანი თასის მიერ ამორჩეულ ჩემპიონებში ყველასთვის მოულოდნელად ჰარი პოტერიც ხვდება და დანარჩენ მონაწილეებთან ერთად სახიფათო და რთული დავალებების შესრულება უწევს, რომელთა დაძლევაც გამარჯვებულს სანუკვარი თასისა და ბევრად დიდი ხიფათისკენ უხსნის გზას…

ISBN 9789941233579
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

576

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,567 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.