Image Alt

წიგნები

ზღვა და ალუბლები

10,90 

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი?

თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა.

მე დავიწყე, შვილო, მე… ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო…

მარაგში

აღწერა

გიორგი სოსიაშვილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის  ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო  პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.

„ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

ISBN 9789941309656
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

139

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.