აღწერა
ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე.ცხოვრების ფონზე ვითარდება. წიგნის გმირებს უყვართ ერთმანეთი, სძულთ, ეხმარებიან.გაჭირვებაში… რთული ოჯახური ურთიერთობების ამ მოზაიკიდან.შეიძლება არა მარტო ამერიკული, არამედ ზოგადად.ადამიანური ცხოვრების სურათის აწყობა, რომელზეც თითოეული.მკითხველი ბევრ ცხოვრებისეულ რამეს იცნობს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ რომანმა.საოცარი პოპულარობა მოიპოვა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში.
თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ჯონათან ფრენზენი (დ. 1959) რომანმა „შესწორებები“ (2001) ამერიკული ლიტერატურის.კლასიკოსთა რიგებში ჩააყენა. წიგნი გამოცემისთანავე 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით.გაიყიდა. ავტორს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები – „წიგნის ნაციონალური პრემია“ (2001) და „ჯეიმზ თ. ბლეკის.მემორიალური პრიზი“ (2002) მიენიჭა.
წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.