Image Alt

წიგნები

სამხრეთის უბანი

5,00 

“ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941233760 კატეგორია: ჭდე: ,

საქართველო

მარი ბექაური

დაიბადა 1990 წელს

მარი ბექაურმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წელს გახდა ფსიქოლოგიის მაგისტრი. მუშაობდა სცენარისტად ქართულ ტელესერიალზე ქერჩი.

მოგვიანებით უძღვებოდა რადიოგადაცემას- ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. არის მოთხრობების კრებულისა და სამი რომანის ავტორი.

მისი რომანი ანას მომენტი თარგმნა და გამოსცა შვედურმა გამომცემლობამ.

აღწერა

“ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.
ეს უფრო ესეისტური რომანია, რომლის პერსონაჟებსაც თითქოს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მონმარტრსა და პარიზიდან 30-იანი წლების საქართველოში გადავდივართ, ბოლოს კი 90-იან წლებში ვხვდებით.
კორტასარის ბუენოს-აირესული ღამეები, კამო და ისტორიიდან გამქრალი ექიმი კირშენბლატი, ომიდან დაბრუნებული მამის გამოგონილი მაკონდო…
ეს ყველაფერი ახალგაზრდა მწერლის, მარი ბექაურის წიგნში გვხვდება; უბანში, სადაც პრეზიდენტზე ანეკდოტებს იგონებენ და მეზობელთან გადადიან ხახვის გამოსართმევად.

ISBN 9789941233760
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

152

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,17 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.