აღწერა
მთარგმნელი: ნანა ჩიტიშვილი
„ქარიშხლების სეზონის“ სიუჟეტი ცრურწმენებითა და ძალმომრეობით სავსე გარემოში ვითარდება.
რომანი სავსეა ძალადობით, რომელიც ყოფით სიღრმეებს სწვდება და ირგვლივ ყველაფერს წამლავს.
ეს არის სამყარო, რომელსაც რაც უფრო შეისწავლი, მით შემზარავი და საშიში ხდება.
სასტიკი პოეტურობა და ბასრი პირდაპირობა ამ წიგნს მექსიკისა და მისი დემონების შემაძრწუნებელ პორტრეტად აქცევს.
„ქარიშხლების სეზონი“ 2020 წლის საერთაშორისო ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, 2019 წელს კი გერმანული საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა.
აი, რას ამბობენ იმ სოფლის ქალები: რომ იქ არავითარი განძი არ არის, არც ოქრო, არც ვერცხლი და არც ბრილიანტები, მხოლოდ და მხოლოდ უსაშველო, დაუცხრომელი ტკივილი.
მწერალი და ჟურნალისტი ფერნანდა მელჩორი 1986 წელს მექსიკის ქალაქ ვერაკრუსში, კრიმინალითა და ძალადობით გაჟღენთილ გარემოში დაიბადა.
ამ ფაქტმა მწერლის მიერ ადამიანური ძალადობის კვლევა განაპირობა, რასაც როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავის პერსპექტივიდანაც უდგება.
ძალადობის ინდივიდუალურ შემთხვევებთან ერთად მელჩორი შეისწავლის დანაშაულის განმაპირობებელ გარემოსაც, უფრო კონკრეტულად კი იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც მისი პერსონაჟების მენტალურ ჯანმრთელობაზე მძიმე კვალს ტოვებს.
მელჩორის ტექსტებში უშუალო დამნაშავეებთან ერთად ბოროტმოქმედად გვევლინება ის სახელმწიფო სისტემებიც, რომლებიც თავიანთ უპირველეს პასუხისმგებლობას არ ან ვერ აღასრულებენ და გულგრილობით ძალადობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.