აღწერა
„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ პოლინომიალის სერიის ფარგლებში გამოიცა. გამომცემლობა „პოლინომიალი“ სალიტერატური სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელ ავტორებსა და მათ ტექსტებს გამოსცემს.
ავტორის შესახებ:
ჯოან დიდიონი (1934-2021) თანამედროვე ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომანისტი, ესეისტი, „ახალი ჟურნალისტიკის“ ტალღის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მისი სალიტერატურო კარიერა დაიწყო სტატიებითა და ესეებით ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Mademoiselle, Life, The Saturday Evening Post და National Review.
მისმა ბუნებრივმა, დახვეწილმა და მოქნილმა სტილმა დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის ავტორებსა და ზოგად სალიტერატურო ენაზე.
ჯოან დიდიონი დიდი ამერიკელი მწერლების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.