Image Alt

წიგნები

ფილოსოფია – მოკლე ისტორია

15,90 

მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე

ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით.

მარაგში

აღწერა

„ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას. ის ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება.

წიგნის ავტორი ნაიჯელ უორბერტონია. ის გვაცნობს ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს. მათ კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით.

მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც ფილოსოფოსებმა სხვადასხვა დროში წამოჭრეს, დღესაც აქტუალურია. მნიშვნელობა არ აქვს, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში. ავტორი გვარწმუნებს, რომ ფილოსოფია ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია. ისევე, როგორც ათენის ქუჩებში  მოსიარულე სოკრატე, ისიც, სვამს შეკითხვებს, გვიწვევს სამსჯელოდ, მოგვიწოდებს ვიაზროვნოთ.

„ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს. დაწერილია მოზარდებისთვის გასაგები ენით. წიგნი საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.

ISBN 9789941371257
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.70 X 21.50

გვერდების რაოდენობა

299

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.