აღწერა
მათემატიკა 8 მოსწავლის წიგნი მოიცავს პარაგრაფებს, რომლებსაც ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.
ისინი, ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო მეორე მხრივ – იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.
სახელმძღვანელოში გვხვდება სხვადასხვა რუბრიკა, როგორებიცაა: „ამოცანა დამოუკიდებელი კვლევისთვის“, „მოიფიქრე“. პროექტი „დამოუკიდებელი კვლევისთვის“ და სხვა, ასევე „მათემატიკის მოყვარულთათვის“, რომელიც სავალდებულო არ არის, თუმცა იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან კარგი მათემატიკური უნარებით, მიეცემათ საკუთარი პოტენციალისა და ინტერესების რეალიზების საშუალება.
მრავალფეროვანი დავალებები, სავარჯიშოები და ამოცანები დაეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილი მოარგოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, პრობლემებისადმი სხვადასხვა მიდგომას.
მასწავლებელს თავადაც შეუძლია, შეადგინოს მსგავსი ამოცანები მოცემული ნიმუშების მიხედვით. ამ ამოცანათა ამოხსნის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხედვა დაეხმარება მასწავლებელს და შესძენს არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ხერხების გამოყენების გამოცდილებას, ეს კი ცალსახად ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას.
მეთოდიკა
პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ყოველი პარაგრაფი იწყება მოსწავლეებისთვის (ინდივიდუალურად ან წყვილებში) განკუთვნილი დავალებით.
მათი გადაწყვეტის შემდეგ მოზარდი მზადაა ახალი მასალის ასათვისებლად, რომლის გააზრებასა და ათვისებას ხელს უწყობს პარაგრაფში ჩართული „ინდივიდუალური კითხვები“.
ეს კითხვები პარაგრაფში რამდენიმე ადგილას გვხვდება (იმის მიხედვით, თუ რამდენად ითხოვს ამას პარაგრაფში გადმოცემული მასალა).
ამავე დროს, მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება იმის შეფასებაში, თუ რამდენადაა ათვისებული და გააზრებული ესა თუ ის თემა.
მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო…
პარაგრაფის ასეთი სტრუქტურა უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარებას, სადაც მასწავლებელი არ არის მასალის გადმომცემი და მოსწავლე – პასიური მსმენელი.
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში. ყოველი დასკვნა, განმარტება და წესი ყალიბდება მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევით.
ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“, რომელთა დანიშნულებაცაა არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის მიერ საკუთარი თავის შეფასება.
უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.