აღწერა
Wir neu განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ სახელმძღვანელოს კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება (ორივე გამოცდა A1 დონის გამოცდაა მოზარდებისთვის). ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს სამ ძირითად დონეს: A, B, C. ეს დონეები 6 განშტოებად იყოფა. A დონეს აქვს 2 განშტოება – A1 და A2. ეს განშტოებები, თავის მხრივ, ე. წ. ქვედონეებად იყოფა. A1 დონის ქვედონეებია: A1.1 და A1.2.
სახელმძღვანელო როგორც საათობრივი დატვირთვის, ასევე დონეების გადანაწილების მიხედვით, კარგად ერგება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სტანდარტს. მოსწავლეები V კლასში გაივლიან A1.1, ხოლო VI კლასში – A1.2 ქვედონეს.
მასწავლებლის წიგნი კი დაგეხმარებათ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და გაიმარტივოთ სახელმძღვანელოთი სწავლების პროცესი.
ციფრული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.