ლიტერატურული ექსპრესი
11,90 ₾ Original price was: 11,90 ₾.8,90 ₾Current price is: 8,90 ₾.
„ლიტერატურული ექსპრესი“ ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი – საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენ იერი ქალის დევნა…
არ არის მარაგში
საქართველო
დაიბადა 1977 წელს
ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.
მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.
მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.