Image Alt

წიგნები

ნავიგატორი

5,00 

ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი“ ტრაგიკომედიაა ადამიანის გაუცხოებისა და მარტოობის შესახებ. მისი აბსურდული და, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. 2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა; ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ის რადიოში და მასში ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა: ტობი ჯონსმა, ინდირა ვარმამ, პოლ მორიარტიმ, ჯერარდ მაკდერმოტმა და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარაგში

საქართველო

ლაშა ბუღაძე

დაიბადა 1977 წელს

ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.

მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.

აღწერა

ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი“ ტრაგიკომედიაა ადამიანის გაუცხოებისა და მარტოობის შესახებ. მისი აბსურდული და, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. 2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა; ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ის რადიოში და მასში ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა: ტობი ჯონსმა, ინდირა ვარმამ, პოლ მორიარტიმ, ჯერარდ მაკდერმოტმა და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა. ამონარიდები BBC-ისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის

საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:

,,ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის

ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის

ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის

ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად

გამოკვეთილმა ხასიათებმა”.

,,პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს

ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია…

პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა

ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი”.

ISBN 9789941309649
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

128

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.