Image Alt

წიგნები

იესოს სახარება

24,90 

„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941232138 კატეგორია: ჭდე: ,

პორტუგალია

ჟოზე სარამაგუ

1922 - 2010

დაიბადა აზინიაგაში, პორტუგალიაში, გლეხის ოჯახში. დედამისის მშობლები მეღორეები იყვნენ, მამა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, მისი დაბრუნების შემდგომ კი მალევე ლისაბონში გადასახლდნენ. სარამაგუ თავისი დედის მამაზე ამბობდა, ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ და ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, მდიდარი ოჯახიდან რომ ყოფილიყო, დღეს ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდიო.

სარამაგუ უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, პორტუგალიურ ლიტერატურაში კამოეშის, პესოას, კეირუშისა და სხვების ერთგვარი ლოგიკური შეჯამება ერთ ადამიანში. წერას გვიან მიჰყო ხელი და მის შემოქმედებას სათანადო აღიარება მოჰყვა და 1998 წელს ნობელის პრემიითაც დააჯილდოეს, რამაც, ავტორი, მისივე თქმით, გააოცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უვარაუდიათ მანამდეც.

ავტორი კომუნისტი იყო და ბოლომდე ერთგული დარჩა ამ პოლიტიკური მრწამსისა, ხოლო რაც შეეხება მის რელიგიურ შეხედულებებს, ათეისტი იყო და არც ამ მხრივ შეცვლილა. ორივე გარემოება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ ჯიუტი ავტორი ბოლომდე უტეხად იცავდა თავის პოზიციებს.

აღწერა

„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს „მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“.

ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.

სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია.

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

SKU: 9789941232138
ყდის ტიპი: მაგარი ყდა
გამოცემის წელი: 2021
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 400

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.